მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხედრო გადატრიალება მიანმარში

მიანმარში სამხედროებმა ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესეს

მიანმარში სამხედროებმა ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესეს, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. 

 

სამხედრო საკუთრებაში მყოფი ტელევიზიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო ძალაუფლება გადაეცა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს მინ აუნგ ჰლაინგს.

არსებული შექმნილი ვითარება ქვეყანაში 2020 წლის 8 ნოემბერს მიანმარში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.

გადატრიალებას სამოქალაქო მთავრობასა და სამხედროებს შორის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების საკითხზე დაძაბულობა უძღოდა.

მიო ნიუნტის განცხადებით, დილით ადრე აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 8 ნოემბერს მიანმარში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიამ გაიმარჯვა.