მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხრეთ კორეაში ცათამბჯენებს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

ცათამბჯენი იწვის

სამხრეთ კორეის სამხრეთით მდებარე ქალაქ ულსანში ხანძარია, ცეცხლი ცათამბჯენებს გაუჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე გაჩნდა. 33-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძრის ჩაქრობას 13 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

„ძლიერმა ქარმა თავდაპირველად გაართულა ხანძრის კონტროლი“- აღნიშნა სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სამჰვან არტ ნუვოს კომერციული და საცხოვრებელი კორპუსის მე -8 და მე-12 სართულებს შორის. შენობაში დაახლოებით 120 კომლი და სავაჭრო ობიექტია განთავსებული.

ინფორმაციისთვის, ცათამბჯენიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჰოსპიტალიზებულია 80-ზე მეტი და დაშავებულია ასობით ადამიანი.

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.