მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამსუნგის“ დირექტორი და კორეის უმდიდრესი ადამიანი გარდაიცვალა

სამსუნგის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

სამხრეთ კორეული კომპანიის, „სამსუნგის“ ხელმძღვანელი ლი კუნ ხი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და სეულის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ამის შესახებ toinnov.com იუწყება.

ლი კუნ ხი „სამსუნგის“ დამფუძნებლის შვილი იყო. ის კომპანიას 1987 წლიდან ხელმძღვანელობდა. ლი კუნ ხის ხელმძღვანელობის პერიოდში „სამსუნგი“ მსოფლიოში სმარტფონების და ტელევიზორების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.

Forbes-ის ინფორმაციით, ლი კუნ ხი სამხრეთ კორეაში უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი ქონება 20 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს. 2008 წელს კუნ ხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გადასახადების დამალვის მუხლით, თუმცა შემდეგ ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა შეიწყალა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლი კუნ ხის შვილებს მემკვიდრეობის მისაღებად ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გადასახადის გადახდა მოუწევთ.