მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სან-მარინომ რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა

რუსული ვაქცინა დაარეგისტრირეს სან მარინოში

სან-მარინო 30-ე ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა. ამის შესახებ interfax.ru იუწყება. 

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სან-მარინოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. რეგისტრაცია დაჩქარებული პროცედურით ჩატარდა.

სან-მარინოს რესპუბლიკა - ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. მას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, სან-მარინოს ფართობია — 61 კმ². ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხესიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.