მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

სან-მარინო

სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სან-მარინოში თავის ოფიციალურ წარმომადგენლად, სან მარინოს მოქალაქის, ვინმე ფრანჩესკო კიარელის დანიშვნას.

„სან-მარინოს რესპუბლიკა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის პოზიცია უკავია.

მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, სან-მარინოს არ გააჩნია არავითარი განზრახვა აღიარების კუთხით.

ეს პოზიცია სან-მარინოს მიერ მუდმივად ჟღერდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც, როდესაც ამის საჭიროება არსებობს“ - ნათქვამია სან მარინოს პოლიტიკურ და საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს განცხადებაში.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ე.წ. სამხრეთ ოსეთმა სან-მარინოში წარმომადგენელი დანიშნა