მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავეს

პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავეს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა უკრაინის კონსული დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

უკრაინის მხარის განცხადებით, ის საპასუხოდ უკრაინიდან რუს დიპლომატებს გააძევებს. „სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული რამდენიმე საათით დააკავეს. ახლა ის უკვე თავისუფალია. კიევი ამ ფაქტთან დაკავშირებით ადეკვატურ პასუხს ამზადებს" - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის კონსული 16 აპრილს დახურული ინფორმაციის მიღების გამო დააკავეს. რუსული სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობა „დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლის სტატუსთან შეუთავსებელია და რუსეთის ფედერაციის მიმართ აშკარა არამეგობრულ ხასიათს ატარებს“.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

🔅 „რუსეთი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებას ზრდის, მაგრამ შეტევისთვის პირდაპირი მზადება არ არის“ - უკრაინის ჯარის სარდალი

🔅 რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს