მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფლავები QR კოდით - სერვისი რომელიც თურქეთში მოთხოვნადია

საფლავის ქვა ქრ კოდით

თურქეთში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, საფლავები რომლებზეც QR კოდია განთავსებული. ამის შესახებ „hurriyetdailynews“ წერს.

აქამდე თურქეთში საფლავის ქვაზე მხოლოდ მოკლე ლოცვას და გარდაცვლილი ადამიანის სახელის ამოკვეთა ხდებოდა, ახლა კი ქვაკუთხედებზე განთავსებულია QR კოდები.

მგლოვიარეებსა და სასაფლაოზე მყოფ პირებს სმარტფონების გამოყენებით შეუძლიათ, ნახონ სურათები და მიიღონ ინფორმაცია გარდაცვლილი ადამიანის შესახებ. საფლავის სტუმრებს შეუძლიათ ადვილად დაათვალიერონ თავიანთი ნათესავების ისტორია, საგვარეულო ხე, ფოტოები და სხვადასხვა კადრები.

ბოლო პერიოდში თურქეთში საკმაოდ პოპულარული გახდა ეს სერვისი. იმდენად, რომ საფლავის ქვებზე QR კოდის განმთავსებლები აცხადებენ, რომ ვეღარ ახერხებენ ყველა შეკვეთის შესრულებას.

ინფორმაციისთვის თურქეთში კორონავირუსით 25 344 ადამიანი გარდაიცვალა.