მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარდგება

 სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება

ნიკოლა სარკოზს კორუფციასა და მოსამართლის მოსყიდვაში ბრალი ედება, რის გამო ის სასამართლოს წინაშე წარდგება.  ამის შესახებ  BBC \ იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება ნიკოლა სარკოზის მიერ 2007 წლის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების შესაძლო გამოყენების ფაქტს და აგრეთვე ყოფილი მოსამართლის, გილბერტ აზიბერტის მოქრთამვის მცდელობას.

სასამართლო სხდომები ჩაიშალა კორონავირუსის კრიზისის გამო და საქმის მთავარი პიროვნება, ყოფილი უფროსი მოსამართლე გილბერტ აზიბერტი, 74 წლისაა და ის არ გამოცხადდა სასამართლოში რადგან სამედიცინო შემოწმება უწევს.

საფრანგეთში აღნიშნულ ფაქტს „მოსმენის საქმეს“ უწოდებენ, რადგან ბატონ სარკოზისა და ჰერცოგს შორის სატელეფონო ზარები 2013-2014 წლებში მოხდა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბრალდებებს და დანაშაულს უარყოფს.

ინფორმაციისთვის, სასამართლო პროცესი 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში კი სარკოზის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.