მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ რეზოლუცია მიიღო

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა კრებამ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ნოემბრის ბოლოს ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუცია საფრანგეთის სენატმა მიიღო. 

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია მთიან ყარაბაღში სამშვიდობო პროცესის გატარება და მისი დამოუკიდებლობის აღიარება. ამის შესახებ "ანადოლუ" იუწყება.

ეროვნული კრების სხდომას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი ესწრებოდა. ის საფრანგეთი მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია. „მე არ ვიზიარებ იმ მიზნებს, რაც მთიანი ყარაბაღის აღიარების რეზოლუციაშია მითითებული. ჩვენ სომეხ მეგობრებს მსგავსი თხოვნით არ მოუმართავთ. თავად სომხეთსაც არა აქვს აღიარებული მთიანი ყარაბაღი“ - განაცხადა ლე დრიანმა.

მინისტრმა ასევე დაამატა, რომ საფრანგეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარების შემთხვევაში ის ეუთოს მინსკის ჯგუფში შუამავლის როლს დაკარგავს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ საფრანგეთს სამშვიდობო პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა არ სურს.