მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა

კორონაპანდემია

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა, ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მკაცრი შეზღუდვა იმოქმედებს ბორდოსა და მარსელშიც, აგრეთვე აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება ბაღებსა და სკევერებში.

„ვირუსი გაძლიერდა მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება ზაფხულიდან სავცალდებულო იყო, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, რათა ჯანდაცვის სექტორმა დატვირთვას გაუძლოს“ - აღნიშნა მარსელისა და ბორდოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„ყველა გამაფრთხილებელი სიგნალი წითლად ციმციმებს", საავადმყოფოს 77 ინფიცირებული პაციენტი ჰყავს, რომელთაგან 24 რეანიმაციაში იმყოფება, ბოლო 10 დღის განმავლობაში ძალიან სწრაფი ზრდა”,- განაცხადა ბორდოს მთავარი საავადმყოფოს დირექტორმა.

სახელმწიფო, კომპანიებს ურჩევს თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად ამუშაოს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პიკის საათის დროსაც მგზავრების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

„იმის უზრუნველყოფა, რომ ადამიანები პასუხისმგებლობით მოქმედებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ერთადერთი გზაა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მის შესაჩერებლად ”, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორმა ფილიპ ამუელმა.

ინფორმაციისთვის, მარსელში 100000 მოსახლეზე ვირუსის 195 შემთხვევაა აღრიცხული, პარიზში ეს მაჩვენებელი 154-ია, ხოლო ბორდოში- 143. ამ დროისთვის სამივე ქალაქი ვიურუსის გავრცელების ცხელ წერტილად ითვლება.