მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ჟან კასტექსი წარადგინა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა. ამის შესახებ France Info იტყობინება.

მინისტრის პორტფელი ჟან კასტექსმა ჩაიბარა. ამის შემდეგ კასტექსი დააკომპლექტებს მთავრობას.

კასტექსი კოორდინირებდა ქვეყნის იზოლაციიდან გამოსვლის გეგმას, რომელიც COVID 19-ის გამო დაწესდა. ის აგრეთვე იყო მინისტრთა კომისარი ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2024 წლისთვის პარიზშია დაგეგმილი. აგრეთვე იყო ქალაქ პრადესის მერი.

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ედუარდ ფილიპმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. როგორც ამბობენ, მან თავად ითხოვა გადადგომა, მაკრონმა კი თხოვნა დააკმაყოფილა.

ფილიპმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ივნისს ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში მაკრონის პარტიამ ცუდი შედეგი აჩვენა.