მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს 861 მანქანა დაწვეს

დამწვარი მანქანა საფრანგეთში

საფრანგეთში 31 დეკემბრის ღამეს სხვადასხვა ურბანული შეტაკებებისა და ხულიგნობის დროს ჯამში 861 მანქანა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო Europe 1 ავრცელებს.

როგორც რადიოარხის საიტზეა აღნიშნული, ეს მაჩვენებელი გასული წელთან შედარებით, 41% -ით ნაკლებია.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ახალი წლის ღამეს საფრანგეთის მასშტაბით 100 000 სამართალდამცველი იყო მობილიზებული, რათა დაცული ყოფილიყო კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა მოუწოდა ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ მიეღოთ ყველა საჭირო ზომა დღესასწაულის მშვიდ ვითარებაში აღნიშვნისა და ხულიგნური ფაქტების თავიდან ასაცილებლად.