მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში ეპიდაფეთქებაა - ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

საფრანგეთში ეპიდაფეთქებაა

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდაა. ამის შესახებ BBC წერს.

საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ შაბათს, 12 სექტემბერს კორონავირუსის 10 561 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით 1000-ით მეტია.

მნიშვნელოვნად იზრდება საავადმყოფოებში პაციენტების რიცხვი.

ექიმების ჯგუფი ხალხს მოუწოდებს, ვირუსის აფეთქების ფონზე თავშეყრის ადგილებს მოერიდონ.

ივნისის შემდეგ ინფექციის მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, ეს ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებში.

საფრანგეთი ევროპის ქვეყნებიდან ერთ-ერთია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 373 911 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 89 059 გამოჯანმრთელებულია, 30 910 გარდაცვლილი.