მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს

პარიზის მახლობლად მასწავლებელს ტავი მოჰკვეთეს

პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ კოფლან-სენტ-ონორინში ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. ამის შესახებ Meduza იუწყება.

Le Figaro-ს და Actu17-ის ინფორმაციით, ისტორიის მასწავლებელი სტუდენტებს წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურებს უჩვენებდა და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა.

თავდამხსხმელი პოლიციამ მოკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის 18 წლის ეროვნებით ჩეჩენია. მანამდე მკვლელმა ტვიტერში თავმოკვეთილი პროფესორის ფოტო დადო და დაწერა: „მაკრონ, ურწმუნოების ბელადო, მე ჩენი ერთ-ერთი ძაღლი სიკვდილით დავსაჯე, რომელმაც გაბედა და მოჰამედს შეურაცხყოფა მიაყენა“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ისლამისტური ტერაქტი უწოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ამ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.