მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში პირბადის ტარება ყველა დახურულ სივრცეში იქნება სავალდებულო

პირბადე სავალდებულო ხდება

საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის თქმით, შესაბამისი ბრძანება შემდეგი კვირიდან ამოქმედდება. აქამდე პირბადის ტარება სავალდებულო იყო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ისეთ ადგილებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი კი, ხალხს მოუწოდებს ახლავე დაიწყონ პირბადის ტარება და შესაბამის ბრძანებას ნუ დაელოდებიან.

საფრანგეთში კორონავირუსის 173 304 შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციამ 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.