მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სარაკეტო შეტევა ქაბულზე - არის მსხვერპლი

სარაკეტო შეტევა ქაბულზე

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქაბულის სხვადასხვა რაიონში 10 რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ორი დაჭრილის შესახებ. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ შეტევასთან კავშირი არა აქვთ.

ერთი თვის წინ ქაბულზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

იხილეთ აგრეთვე:

🔉 ქაბულში მომხდარ აფეთქებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

🔉 ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა