მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასულიერო პირი ნიკოლ ფაშინიანს არ მიესალმა (ვიდეო)

ნიკოლ ფაშინიანს სასულიერო პირი არ ესალმება

სასულიერო პირი სისიანის ეკლესიაში დემონსტრაციულად უარს ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისთვის ხელის ჩამორთმევაზე. ინფორმაციას და ვიდეოს სომხური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სიუნიკის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი ესტუმრა სისიანის პანთეონს, სადაც პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

სომხეთის პრემიერი დიდი რაოდენობით სამხედრო პირებთან ერთად გადაადგილდება, ამავდროულად მის უსაფრთხოებას ჯავშანტექნიკაც იცავს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ეკლესიაში ყოფნის დროს ნიკოლ ფაშინიანი სასულიერო პირს მიესალმა და ხელის ჩამორთმევა სურდა, მაგრამ მან დემონსტრაციულად განაცხადა უარი.