მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუდის არაბეთმა და ყატარმა სატრანსპორტო მიმოსვლა აღადგინეს

ყატარმა და საუდის არაბეთმა ურთიერთობა აღადგინეს

საუდის არაბეთსა და ყატარს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა აღდგა, რომელიც 3 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ამის შესახებ nytimes.com იუწყება. 

მიმოსვლის გახსნის შესახებ ინფორმაცია ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ის ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებაზე შუამავლის როლში გამოდიოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყატარის ემირი (მეფე) სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტს დაესწრება, რომელიც დღეს საუდის არაბეთში იხსნება.

სამიტის დროს საუდის არაბეთს, გაერთიანებულ საამიროებს, ეგვიპტეს და ბაჰრეინს, ერთი მხრივ, და ყატარს, მეორე მხრივ, შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი. ცერემონიას აშშ-ის მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან.

ცნობისთვის, სპარსეთის ყურის ოთხმა ქვეყანამ 2017 წელს ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, რადგანაც ის ტერორიზმის მხარდაჭერასა და პროირანულ პოზიციაში დაადანაშაულეს. რამდენიმე კვირის წინ არაბეთის საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთანაც აღადგინეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔓 საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველს 5 წელი მიუსაჯეს

🔓 საუდის არაბეთში ტანკერი აფეთქდა