მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველს 5 წელი მიუსაჯეს

ქალთა უფლებების დამცველს საუდის არაბეთში 5 წელი მიუსაჯეს

საუდის არაბეთის სასამართლომ ქალთა უფლებების დამცველს ლუჯაინ ალ ხათლულს 5 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

31 წლის აქტივისტი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის შემდეგ 2018 წელს დააკავეს.

ის საუდის არაბეთში ქალებისთვის ავტომობილის ტარების უფლების მინიჭებას მოითხოვდა. სასამართლომ ალ ხათლული დამნაშავედ ცნო საუდის არაბეთისთვის არამეგობრულ ქვეყნებთან კავშირში და მათთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული ზეწოლის მიუხედავად მიიღო. ისინი ალ ხათლულის და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გაერომ ამ ბრალდებებს „შეთითხნილი“ უწოდა.

საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს ავტომობილის ტარების უფლება არ ჰქონდათ. ამის გამო ოჯახებს ხშირად მძღოლების დაქირავება სჭირდებოდათ, რომ მათ ქალები ეტარებინათ. 2018 წლიდან ქალებს მანქანების ტარების უფლება მისცეს.