მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერბეთი ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს

სერბეთი ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს

სერბი სამხედროები ბელარუსში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. სერბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელმა ურჩია სერბეთს, თავი შეიკავოს რუსეთთან და ბელარუსთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობისგან. ამის შესახებ„დოიჩე ველე“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სერბეთი 6 თვის განმავლობაში არცერთ სხვა საერთაშორისო წვრთნებში არ მიიღებს მონაწილეობას.

სერბეთს და ბელარუსს შორის კარგი ორმხრივი ურთიერთობებია. 2019 წელს ბელარუსის პრეზიდენტი ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამასთანავე სერბეთს სურს ევროკავშირის წევრობა და მან ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტი არჩევნების შედეგები არ აღიარა.

სამხედრო წვრთნები „სლავური ძმობა -2020“ ბელარუსში 10-15 სექტემბერს უნდა გამართულიყო.