მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგეი ლავროვი - 2019 წელს საქართველოსა და რუსეთს უვიზო მიმოსვლის აღდგენამდე ერთი ნაბიჯი აკლდათ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ 2019 წელს რუსეთსა და საქართველოს „ერთი ნაბიჯი აკლდათ“ უვიზო მიმოსვლის აღდგენამდე. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია RTVI-ის ეთერში განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გარშემო ატეხილმა სკანდალმა ეს გადაწყვეტილება შეაჩერა.

სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საქართველს წინააღმდეგ არც 2008 წელს, არც შემდეგ „არანაირი ქმედება განზრახული არ ჰქონია“.

ლავროვს მიაჩნია, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ აწყობთ, მაგრამ საბოლოოდ ისინი დამარცხდებიან.