მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგეი ლავროვი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა tass ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლავროვი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციიდან აგრძელებს მუშაობას.

„ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო გადასულია თვითიზოლაციაში. დაგეგმილი ვიზიტები და შეხვედრები გადაიდო. მინისტრი თავს კარგად გრძნობს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი სარაევოსა და ბელგრადში 28-29 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

რუსეთის ფედერაციაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონს აღემატება.