მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგეი შოიგუ სომხეთში ჩავიდა, იგეგმება ლავროვის ვიზიტიც

ლავროვი და შოიგუ ერევანში

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ერევანში ჩავიდა. მასთან ერთად სომხეთის დედაქალაქში უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

შოიგუ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის დედაქალაქში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლა იგეგმება. ლავროვთან ერთად ერევანში რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლების ვიზიტიც იგეგმება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარებისა და რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხის განხილვა იგეგმება, ასევე, განიხილება რუსეთის მიერ სომხეთისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენის საკითხი.

შოიგუ და ლავროვი ერევანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით გაემგზავრნენ.