მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შარლი ებდო“კვლავ მუჰამედის კარიკატურას აქვეყნებს 

მე შარლი ებდო ვარ

ფრანგული სატირული ჟურნალი „შარლი ებდო“ 2015 წელს მომხდარი თავდასხმის მიუხედავად, კვლავ მუჰამედის კარიკატურას აქვეყნებს.

როგორც ჟურნალის ხელმძღვანელი აცხადებს, ისინი არასდროს დანებდებიან.

„ჩვენ არასდროს დავნებდებით და დავეცემით“, - დაწერა მან რედაქტორის სვეტში.

ინფორმაციისთვის, 2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ „შარლი ებდოს“ შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, რასაც 12 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელები ყვიროდნენ -„ალაჰუ აკბარ“, რაც ნიშნავს -„ღმერთი დიდია.

აღნიშნულის შემდეგ უამრავი სოლიდარობის აქცია გაიმართა, რომელთა მთავარი სლოგანი იყო je suis charlie ანუ „მე შარლი ებდო ვარ“.

ჟურნალის გადაწყვეტილება უკავშირდება 2 სექტემბერს, პარიზში დაგეგმილ სასამართლო პროცესს, რომელიც მომხდარს ტერორიზმის კუთხით განიხილავს.

sharli-ebdo-muhamedi_o_h.jpeg