მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

პალაუს დროშა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

სინან გიუნერმა თქვა, რომ გემი, სახელად „არვინი“, ჩაიძირა ბართინის ჩრდილოეთით, ინკუმუს სანაპიროსთან.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა ამ დრომდე მოახერხეს ეკიპაჟის 12 წევრიდან ექვსის გადარჩენა. ეკიპაჟის ყველა წევრი უკრაინელი იყო.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეკიპაჟის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.