მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შავ ზღვაში უკრაინული გემი ჩაიძირა

უკრაინული გემი

შავ ზღვაში უკრაინული სატვირთო გემი „Volgo Balt 179“ ჩაიძირა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

კატასტროფის შედეგად 2 მეზღვაური დაიღუპა. 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი, მაშველებმა გადაარჩინეს. კიდევ ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მთლიანად გემის ბორტზე 13 პირი იმყოფებოდა.

კატასტროფის მიზეზები უცნობია. შავ ზღვაზე ამჟამად ცუდი ამინდია, რამაც სამაშველო ოპერაცია გაართულა. სატვირთო გემის „Volgo Balt 179“-ის ტვირთამწეობა 3 500 ტონას შეადგენს, ხოლო სიგრძე 114 მეტრია. ეს გემი 1973 წელს არის აგებული.