მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შავი ჭირი“ ჩინეთში - გამოცხადდა მესამე დონის განგაში

ჩინეთის დროშა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაავადების შემთხვევა ქალაქ ბუბონურში გამოვლინდა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. ჩინეთში მესამე დონის განგაში გამოცხადდა. იკრძალება იმ ცხოველების საკვებად გამოყენება, რომლებიც შესაძლოა, შავი ჭირის მატარებლები იყვნენ.

ცნობისთვის, 1347-დან 1351 წლამდე, „შავი ჭირის“ გამო ევროპის მოსახლეობის მესამედი ნაწილი დაიღუპა - დაახლოებით 25 მილიონი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2010 წლიდან 2015-მდე მსოფლიოში ეპიდემიის 3248 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 584 ფატალური იყო. შავი ჭირი ბაქტერიით განპირობებული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ინფიცირებული ცხოველებისგან გადაეცემათ. ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციად ითვლება.