მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შავი პარასკევი“ - ტრადიციის და ტერმინის ისტორია

მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ნოემბრის ბოლო პარასკევს მაღაზიებში გრანდიოზული ფასდაკლებებია.  საიდან წარმოიქმნა ტერმინი „შავი პარასკევის“, სად და როდის დაიწყო ეს ტრადიცია?  

ამ ტრადიციის დამაარსებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. "შავი პარასკევი" მადლიერების დღეს მოჰყვება, რომელიც ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება, შესაბამისად, „შავი პარასკევი“, როგორც წესი, 23-29 ნოემბრის შუალედს ემთხვევა.

ამ დღეს გრანდიოზული გაყიდვების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოდის. „შავი პარასკევის“ ტერმინი კი 1966 წლიდანაა ცნობილი და, თავდაპირველად, ის აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო ცნობილი. კერძოდ, ქალაქ ფილადელფიაში ამ დღეს ფასდაკლებების გამო გრანდიოზული საცობები იყო. ამიტომაც მძღოლებმა ამ დღეს "შავი" უწოდეს. თუმცა არსებობს სხვა ახსნაც. ტერმინი «in the black» ნიშნავს, რომ ვაჭრობის შედეგად მოვაჭრე იმ დღეს მნიშვნელოვან მოგებას ნახულობდა.

„შავი პარასკევი“ ოფიციალურად დასვენების დღე არ არის. ამასთანავე ბევრი ადამიანი ცდილობს ამ დღეს დამატებითი დასვენება აიღოს. ამ დღეს მაღაზიები დილის 5 საათიდან მუშაობს. მსხვილი სავაჭრო ქსელები კი ზოგჯერ გაყიდვას ღამის 12 საათიდან იწყებს. ფასდაკლებები ხშირ შემთხვევაში 50-80%-ს შეადგენს.