მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთში უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს

ავღანეთში შეიარაღებულებმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს

ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს. 

 მოკლულთა  ვინაობა ჯერ არ დასახელებულა, დაჭრილია მძღოლიც. თავდასხმა დილის 8:30 საათზე  მოხდა, განაცხადა პოლიციამ და დასძინა, რომ მიმდინარეობს საქმის გამოძიება. აღნიშნულ ინფორმაციას  „როიტერი„ ავრცელებს.

თალიბანის სპიკერმა თქვა, რომ მისი მებრძოლები არ მონაწილეობდნენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმობილია თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები.