მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეკრებას მხოლოდ 6 ადამიანი შეძლებს“ - ესპანეთში ეპიდვითარების გამო შეზღუდვები მკაცრდება

კორონავირუსის ახალი მონაცემები

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთშია დაფიქსირებული და მეტად დაზარალებულად მადრიდი მიიჩნევა.

ორშაბათიდან 37 რეგიონში წესდება გარკვეული შეზღუდვები გადაადგილებასა და შეკრებებთან დაკავშირებით. ადგილობრივებს ტერიტორიის დატოვება მხოლოდ სამსახურში, სკოლაში ან საავადმყოფოში წასასვლელად შეეძლებათ.

შეზღუდვების თანახმად, მხოლოდ 6 ადამიანს შეეძლება შეკრება და საზოგადოებრივი პარკები 22:00 საათზე დაიხურება.

„ზამთრის მოახლოებასთან ერთად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მრავალი ქვეყანა ემზადება პანდემიის მეორე ტალღისთვის“, - აღნიშნულია BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 სექტემბერის მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსის 659 334 შემთხვევაა დაფიქსირებული,