მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოიგუ და ლავროვი ერევნიდან ბაქოში ჩაფრინდნენ

შოიგუ და ლავროვი ბაქოში ჩავიდნენ

რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაცია, რომელსაც რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს, ერევნიდან ბაქოში ჩაფრინდა. მანამდე კი ბაქოში ერევნიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუ ჩაფრინდა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ tass.ru იუწყება. 

ბაქოში ჩაფრენამდე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის წევრებს შეხვდნენ. საუბრის ძირითადი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების შესრულებაა.