მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვარცენეგერმა ტრამპს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა (ვიდეო)

შვარცენეგერი ტრამპზე

ცნობილმა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა დონალდ ტრამპს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა. ამის შესახებ theboltonnews.co.uk იუწყება. 

შესაბამისი ვიდეო შვარცენეგერმა ინტერნეტში გაავრცელა. მან 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმი გერმანიაში 1938 წელს მომხდარ მოვლენებს შეადარა, რომლებიც ისტორიაში „ბროლის ღამის“ ან „დამსხვრეული მინების ღამის“ სახელით არის ცნობილი. მაშინ ნაცისტებმა გერმანიაში ებრაელების კუთვნილი ქონება გაანადგურეს.

„6 იანვარი აშშ-ის ისტორიაში „დამსხვრეული მინების ღამე“ იყო. კაპიტოლიუმში დაიმსხვრა მინები. მაგრამ, ამ ადამიანებმა მხოლოდ კაპიტოლიუმის მინები არ ჩაამსხვრიეს, მათ დაამსხვრიეს იდეები, რაზეც ამერიკა არის აგებული“ - ამბობს 73 წლის მსახიობი.

ცნობისთვის, 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. მათ სხდომა ჩაშალეს, რომელზეც კონგრესი 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა. შტურმის დროს 5 ადამიანი, მათ შორის კონგრესის შენობის დაცვის ოფიცერი დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ჯო ბაიდენი ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე ტრანსგენდერ პედიატრს წარადგენს

🔴 ბაიდენი აშშ-ის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას გეგმავს