მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სინგაპურში დენგეს ცხელების უპრეცედენტო გავრცელებას ელოდებიან

კოღო ადამიანის კანზე

სინგაპურის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში დენგეს ცხელების უპრეცედენტო გავრცელებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ The Straits Times იტყობინება.

სინგაპურის გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, წელს დაავადებულთა საერთო რიცხვი 22 000-ს გადააჭარბებს, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე ოდნავ მეტია. მაშინ დენგეს ცხელებით ქვეყანაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო წელს დაავადებას უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის ქვეყანაში დავაადებულთა რიცხვი 14 000-ს აჭარბებს.

დენგეს ცხელება მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც კოღოს გადააქვს. დენგეს ცხელება იწვევს ინტოქსიკაციას, ტკივილს კუნთებსა და სახსრებში, გამონაყარს, ასევე ლიმფური კვანძების ზრდას. ამ დავაადებით მსოფლიოში, ყოველწლიურად, 20 000-მდე ადამიანი იღუპება.