მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა

სირიაში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა

სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორის მახლობლად მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე რეაქტიული ჭურვი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია  Al-Hadath ავრცელებს. 

სამხედრო ბაზა ელ-ომარის ნავთობის საბადოს მახლობლად მდებარეობს. დაჭრილების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამჟამად ამერიკელი სამხედროები და ქურთი მეომრები ნავთობის საბადოს გარშემო ტერიტორიაზე ოპერაციას ატარებენ.

2015 წლიდან აშშ-მა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9 სამხედრო ბაზა გახსნა. ეს რეგიონი, ძირითადად, ქურთებით არის დასახლებული.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სარაკეტო შეტევა ქაბულზე - არის მსხვერპლი

🔴 ნატოს გენმდივანი ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გაყვანით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს