მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში დამასკოს მუფთი ააფეთქეს

სირიაში მუფტი ააფეთქეს

სირიაში ავტომობილის აფეთქების შედეგად დამასკოს მუფთი მოჰამედ ადნან აფიუნი დაიღუპა. სირიის სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, სასულიერო პირის მანქანაში ბომბი იყო დამონტაჟებული. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

Al Arabiya-ს ინფორმაციით, მოჰამედ ადნან აფიუნი სირიის ლიდერთან, ბაშარ ასადთან დაახლოებული პირი იყო. მან სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების საკითხში რამდენჯერმე გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ცნობისთვის, სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.