მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თავდასხმა სირიაში

სირიის სამხრეთ ნაწილში სამხედროების ბლოკ-საგუშაგოზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ alwatan.sy იუწყება. 

თავდასხმის დროს „ბოევიკებმა“ საგუშაგოსთან ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. დაღუპულთა გარდა თავდასხმის დროს ორი სამხედრო დაიჭრა.

თავდასხმა მოხდა ასევე თურქ სამხედროებზე, რომლებიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იდლიბის პროვინციაში იმყოფებიან. სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

💰 სირიაში თავდასხმის შედეგად ცხრა სამხედრო დაიღუპა

💰 სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა