მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ტერაქტი მოხდა

სირიელი მებრძოლები

სირიის ალეპოს პროვინციაში, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 54 დაიჭრა. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იუწყება.

ამავე ინფორმაციით, ქალაქ ელ-ბაბში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

სირიაში ამ დრომდე სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, რომლებსაც რუსი სამხედროები ეხმარებიან, ნაწილს ოპოზიციური შენაერთები აკონტროლებენ, ნაწილი კი ქურთების კონტროლის ქვეშაა.