მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის მეშვეობით კიბოს 50 სხვადასხვა სახეობის გამოვლენა გახდება შესაძლებელი

ახალი ტესტი კიბოს გამოპსავლენად

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახური სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის კვლევას ატარებს, რომლის მეშვეობით 50 სხვადასხვა სახის სიმსივნის გამოვლენა გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ BBC იუწყება.

მომავალ წელს ბრიტანეთში ამ ტესტს 165 ათას ადამიანს ჩაუტარებენ. თუ ის კარგ შედეგს აჩვენებს, 2024 წლისთვის ამ ტიპის ტესტირებას მილიონამდე ბრიტანელი ჩაიტარებს.

საწყის ეტაპზე ტესტირების ჩატარების საშუალება 50-დან 79 წლამდე ბრიტანელებს ექნებათ. ახალი მეთოდით სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაზე 50-დან 75%-მდე გაიზრდება.

ტესტის Galleri-ს შესწავლა 2 წელი გაგრძელდება.