მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომალიში აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აფეთქება სომალიში

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 კი დაიჭრა.

BBC-ის ინფორმაციით, მოგადიშუს სანაპიროზე, სასტუმრო Elite -თან მანქანა აფეთქდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აფეთქების ხმა მთელ მოგადიშუში ისმოდა და ხალხში ქაოსი გამოწვია.

მედიასაშუალების ცნობით, აფეთქების შემდეგ შეიარაღებული პირები სასტუმროში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს, რის შემდეგაც, უსაფრთხოების სამსახურმა სასტუმროს ალყა შემოარტყა.

ოთხი საათის შემდეგ, მთავრობის სპიკერმა, ისმაილ მუხთარმა განაცხადა, რომ ალყა დასრულდა, უკანასკნელი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ახლახან აშენებული სასტუმრო Eliite პარლამენტის წევრს ეკუთვნის და ოფიციალურ პირებში პოპულარობით სარგებლობს.