მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომალიში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ტარაქტი სომალიში

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარ ტარაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება. 

ტერაქტი პოლიციის აკადემიის მახლობლად მოხდა. არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

სომალიში, რომელიც აფრიკის და მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ მოქმედებს, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.