მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომალში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა

სომალში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუს სასტუმროში თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის  შესახებ „როიტერი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, სასტუმროში ავტომობილით შეჭრილმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული „ალ-შაბააბის“ მებრძოლებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შორის სროლა მოჰყვა.

„ოპერაცია ახლა დასრულებულია. ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი თავდამსხმელი და დაშავდა 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ელექტროენერგია არ არის ”, - აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცავები.

პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ჰუსეინ რობელის თქმით, მოკლულთა შორის ყოფილი სამხედრო გენერალი, მოჰამედ ნურ გალალი არის

„მე ვგმობ ბარბაროსულ შეტევას. ალაჰმა შეიწყალოს ყველა დაღუპული”, - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, ალ შაბაბი 2008 წლიდან იბრძვის, ისლამური კანონის საკუთარ მკაცრ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით სომალის ცენტრალური მთავრობის დამხობისთვის.

იგი რეგულარულად ახორციელებს შეტევებს მოგადიშუში და სომალის სხვა ადგილებში.