უცხოეთი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გამწვავების გამო კუხო-ში საგანგებო შეხვედრა დაინიშნა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების გამო კუხო-ში საგანგებო სხდომა დაინიშნა.
12:06 13.07
დაკოპირებულია

კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გამწვავების გამო მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მანამდე, კონფლიქტის გამწვავების გამო, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე კუხო–ს მიმართა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხიდან სამხედრო პროვოკაციები უმკაცრეს დაგმობას საჭიროებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო. სროლის შედეგად დაიღუპა 3 აზერბაიჯანელი მესაზღვრე და 4 დაშავდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთი საკუთარ დაღუპულ სამხედროთა რაოდენობას და ვინაობას მალავს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1988 წელს დაიწყო. დღემდე ამ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 40 000 ადამიანია დაღუპული.

გერგეთის სამება

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ყაზბეგს...

კორონავირუსის 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 11 ინფიცირებულ პირებთან კონტაქ...
11:51
14-დან 17 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შეს...
42 წუთის წინ
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუ...
52 წუთის წინ
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი...
12:03
ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძ...
11:57
კვირის ფასდაკლებები ეკო–მეგობრულ მასალებზე „მიჰაუსში“! კვირის ფასდაკლებები ეკო–მეგობრულ მასალებზე „მ...
25 დღის წინ გახსნილი სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“...
11:00
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 პ...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს სტა...
10:59
Who: მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად...
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად უ...
სხვისი პირადობის ასლებით ბანკიდან სესხის...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარ...