მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

სომხეთში დღეს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 29 წლის წინ რეფერენდუმზე სომხეთის მოსახლეობამ საბჭოთა კავშირიდან გასვლას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას დაუჭირა მხარი.

სომხეთის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა, რომელმაც აღნიშნა, რომ სომხეთში დღეს მიმდინარე ცვლილებები „სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და მომავალზეა ორიენტირებული“.