მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პოლიციის თანამშრომლები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდნენ

სომხეთის პოლიცია ფაშინიანის გადადგომაზე

სომხეთის პოლიციის თანამშრომლები ქვეყნის მთავრობის მეთაურის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდნენ.

სომეხი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ომის შემდგომი კრიზისული ვითარება მოსაგვარებელია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ არმიის შტაბს და ვუერთდებით მოთხოვნას. ჩვენ პოლიციის თანამშრომლებს მოვუწოდებთ, არ დაემორჩილონ ნიკოლ ფაშინიანის უკანონო მითითებებს და არ გამოიყენონ ძალა ხალხის მიმართ.

ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას არ დაემორჩილოს პროვოკაციებს და თავი შეიკავოს ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული ნაბიჯებისაგან.

ქვეყანაში არსებული ვითარების ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების გადადგომა, ჩვენ მოვუწოდებთ ამჟამინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს დატოვონ თანამდებობები და თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა მან გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

მანამდე კი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელი მოაწერეს გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ფაშინიანმა შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს

✔️ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში მსვლელობას უდგას სათავეში