მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს

სომხეთის პრეზიდენტმა ომის დასრულების შესახებ არაფერი იცოდა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს. 

პრეზიდენტ სარქისიანის განცხადებით, შეხვედრაზე მონაწილე მხარეებმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს.

სარქისიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე გონივრული ფაშინიანის გადადგომა იქნება.

„ომის შეწყვეტის მიუხედავად არცახის რესპუბლიკა და სომეხი ხალხი ახალ განსაცდელში შედის. ყველა შეცდომა შეიძლება კატასტროფის ტოლფასი იყოს“, - აცხადებს სარქისიანი.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და უალტერნატივოა სომეხი ხალხის ერთიანობა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან. იმავე დღეს ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ფაშინიანი: რუსეთი სომხეთისთვის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება

👉ფაშინიანი: მე არ გადავდგები