მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს

სომხეთის გენ. შტაბის განცხადება

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. განცხადებას გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი და სამხედრო მაღალჩინოსნები ხელს აწერენ. ინფორმაციას news.am ავრცელებს. 

„სომხეთის გენერალური შტაბი აპროტესტებს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის გადაყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც სომხეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე იყო მიღებული. ამის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მოვალეობის შესრულება აღარ შეუძლია სომეხი ხალხისთვის ამ მეტად მძიმე სიტუაციაში“ - აცხადებენ გენერალური შტაბის ხელმძღვანელები.

მათივე განცხადებით, ისინი "დიდხანს ითმენდნენ შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმას, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“. განცხადების ავტორები ასევე მთავრობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას

🔆 ფაშინიანი ერევნის ქუჩებში მსვლელობას უდგას სათავეში [LIVE]