მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სააგენტო  Armenpress იუწყება.

ამავე სააგენტოს ცნობით, ტონონიანის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის მთავარი მრჩეველი ვაგარშაკ არუთუნიანი დაინიშნა.

დავით ტონოიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2018 წლის მაისიდან იკავებდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გრძელდებოდა.