მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთმა აზერბაიჯანთან ბრძოლა ფაშინიანის შვილის ჯარიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო

ფაშინიანის ვაჟი ჯარიდან დაბრუნდა

სომხეთის ჯარებმა აზერბაიჯანის საზღვრისპირა პოზიციების მისამართით ცეცხლი ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის აშოტ ფაშინიანის სახლში დაბრუნებიდან 3 დღის შემდეგ გახსნეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვაჟის სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, 9 ივლისს, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„დღეს ჩვენი ჯარისკაცი ვაჟიშვილი დემობილიზებულია და სახლში ბრუნდება. კარგი სამსახური ჩვენ ყველა ჯარისკაცს და მშვიდობით დაბრუნება სამხედრო სწავლების დასრულების შემდეგ“,- დაწერა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მხარეებს შორის ცეცხლი 12 ივლისს გაიხსნა.

ქვეყნებმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს. დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხრიდან 16-ს მიაღწია.

სახელმწიფოთა უმრავლესობამ კონფლიქტის გამო შეშფოთება გამოთქვა. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდეს. გამონაკლისი თურქეთი აღმოჩნდა, რომელმაც აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა მხარი, რაც თავის მხრივ, სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის აღშფოთების მიზეზი გახდა.