მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთსა და აზერბაიჯანში კოვიდინფიცირების შემთხვევები იკლებს

კორონავირუსის ფოტო

კოვიდვირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებლი ფიქსირდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, უფრო კონკრეტულად კი სომხეთსა და აზერბაიჯანში.

worldometers-ის განახლებული მონაცემების თანახმად, სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 150 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 1 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 46 119-მდე გაიზარდა.

ამავე მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 114 შემთხვევა დაფიქსირდა. დროის ამ მონაკვეთში ვირუსის დიაგნოზით 2 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რაოდენობა 38 517-ს შეადგენს, ხოლო სულ გარდაცვლილია 566 პაციენტი.

ინფორმაციისთვის, კოვიდ-19 გასული წლის დეკემბერში ჩინეთის პროვინცია, უჰანში გამოვლინდა. ვირუსმა მოიცვა 200-ზე მეტი ქვეყანა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.