მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სომხეთის არჩევნები

20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ „ფეისბუქში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. ინფორმაციას "არმენპრესი“ ავრცელებს. 

„ცოტა ხნის წინ „აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის თავმჯდომარეს გაგიკ ცურაკანიანს შევხვდი. ჩვენ შევთანხმდით, რომ შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ - დაწერა ფაშინიანმა.

მან ასევე დაამატა, რომ ამ საკითხზე სომხეთის პრეზიდენტთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც ჰქონდა საუბარი.